понедельник, 9 ноября 2009 г.

,,ხელოვნებისათვის ნაცნობი, საზოგადოებისთვის უცნობი"

    იყო ხელოვანი არც თუ ისე ადვილია, რადგან ხელოვნებასთან ზიარება ყველას არ შეუძლია. ხელოვნების ნიჭი ღვთისგან ნაბოძები საჩუქარია და ეს ნიჭი სამყაროს შემოქმედმა მხოლოდ ერთეულებს უბოძა.
   შემოქმედს, ხელოვანს, საზოგადოება უნდა იცნობდეს, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, რომ ხელოვანის ნამოღვაწარი სიბნელით მოცულ, ბოქლომ დადებულ სარდაფში ექცევა, სადაც ჭუჭრუტანიდანაც კი ვერ აღწევს სინათლის სხივი.
   ჩვენ გვინდა გავხსნათ ეს ბოქლომი, სინათლის სხივი დავცეთ ჩვენი თანასოფლელი ხელოვნის, მამუკა მირაზანაშვილის ნამოღვაწარს, გამოვიყვანოთ სიბნელიდან და დავუბრუნოთ ძველი ფერადოვნება, სული, რომელიც ხელოვანმა ჩაჰბერა მას.

   პროექტზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო გეგმა:
 1. ჯგუფის შექმნა
2. ვიზიტი ხელოვანთან, გასაუბრება მასთან, მისი შემოქმედების დათვალიერება;
3. გადაღებული სურათებით სკოლაში სტენდის გაკეთება;
4. სურათების განთავსება ბლოგში;
5. ხელოვნის მოწვევა სკოლაში და მისი ნამუშევრების გამოფენა;


1. პროექტზე მომუშავე ჯგუფი: 
მოსწავლეები: ეკა ტერუნაშვილი–XIკლ., მარი ბესიაშვილი–XI კლ, თათია ტურაშვილი–IX კლ, ნუგზარი კოჭლაშვილი–X კლ.
პედაგოგები: ტერუნაშვილი თინათინი, დალაქიშვილი თეა.